ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი: "სამ შტატში არჩევნები გაყალბდა"


შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არჩევნების გაყალბებაზე საუბრობს. კვირას ტვიტერის ანგარიშზე ტრამპმა დაწერა, რომ მეტოქე ჰილარი კლინტონს ამომრჩეველთა ხმების რაოდენობით დაამარცხებდა, რომ არა „მილიონობით ადამიანი, რომელმაც ხმა არალეგალურად მისცა.“ მოგვიანებით მან კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა სამი შტატის შედეგები, სადაც კლინტონმა გაიმარჯვა.

„ვირჯინიაში, ნიუ ჰემფშირსა და კალიფორნიაში სერიოზული გაყალბება მოხდა. სად არის მედია? მიკერძოება დიდი პრობლემაა,“ დაწერა მან.

დონალდ ტრამპი შეერთებული შტატების პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას იანვრის ბოლოს შეუდგება. არჩეულმა ტრამპმა პრეზიდენტის თანამდებობა საარჩევნო კოლეგიაში გამარჯვებით მოიპოვა, უშუალოდ ამომრჩევლების ხმების თვალსაზრისით კი დემოკრატმა ჰილარი კლინტონმა, დაახლოებით 2 მილიონი ხმით მეტი დააგროვა.

XS
SM
MD
LG