ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სენატის დემოკრატები ბეტსი დევოსის წინააღმდეგ


დონალდ ტრამპი და ბეტსი დევოსი

შეერთებული შტატების სენატში დემოკრატმა კანონმდებლებმა 24-საათიანი აქცია დაიწყეს. პროტესტის მიზანია ხელი შეუშალონ კენჭისყრას, რომელმაც განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტზე შეძლებული ბიზნესმენი ბეტსი დევოსი უნდა დაამტკიცოს.

დემოკრატებს დევოსის დამტკიცების ჩასაგდებად მხოლოდ ერთი რესპუბლიკელი სენატორის გადმობირება დარჩათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ კენჭისყრა დღეს შედგა, ის 50 ხმით 50-ის წინააღმდეგ შედეგით დასრულდება. ასეთ დროს ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს საკუთარი ხმის დამატებით დადებითი გადაწყვეტილების მიღწევა შეუძლია.

დემოკრატების კოკუსს ორი რესპუბლიკელი სენატორი უკვე შეუერთდა. კანონმდებლების ნაწილს არ მოსწონს კანდიდატი, რომელსაც არასოდეს, არც თვითონ და არც მისი ოჯახის წევრებს, საჯარო სკოლაში არ უსწავლიათ, ან უმუშავიათ. დევოსის ხედვის მიხედვით, საჯარო სკოლებისთვის განკუთვნილი სახელმწიფო დაფინანსების ნაწილი მოსწავლეებმა კერძო სკოლებშიც უნდა გამოიყენონ.

XS
SM
MD
LG