ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდის პირობას დებს. ეს განცხადება პრეზიდენტმა ჯერალდ ფორდის სახელობის სამხედრო გემზე გააკეტა, რომლის ღირებულებაც 13 მილიარდ ამერიკულ დოლარს აღწევს და რომლის მშენებლობაც წლის ბოლოს უნდა დასრულდეს.

ამერიკის უსაფრთხოებაზე პრეზიდენტმა ტრამპმა სამშაბათს, კონგრესის გაერთიანებული სხდომის წინაშე გაკეთებული პირველი გამოსვლის ისაუბრა. “ამერიკის უსაფრთხოებისთვის საჭიროა ჩვენს სამხედროებს ჰქონდეთ ყველაფერი, რაც მათ ომის თავიდან ასაცილებლად სჭირდებათ.” სამხედრო გემს ტრამპმა “ამერიკის ძალაუფლების მონუმენტი” უწოდა. “იმედია, მისი ძალის გამოყენება არ დაგვჭირდება, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში, მოწინააღმდეგე დიდ შარში იქნება”, დასძინა ტრამპმა. რაც შეეხება თავდაცვის ბიუჯეტს, პრეზიდენტის თქმით, ის 54 მილიარდით უნდა გაიზარდოს, რაც უპრეცედენტოდ მასშტაბური ზრდა იქნება.

თქვენი აზრი

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG