ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტმა, პრეზიდენტ დონალდ ტრამპს დრო ორშაბათამდე მისცა, რათა მტკიცებულებები წარმოადგინოს იმის თაობაზე, რომ საპრეზიდენტო კამპანიის დროს, ნიუ იორკის „ტრამპის კოშკში“ მის ტელეფონებზე მიყურადება განხორციელდა.

გასულ კვირაში, პრეზიდენტმა „ტვიტერზე“ გამოაქვეყნა, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა, დემოკრატმა ბარაკ ობამამ, მის საარჩევნო შტაბზე მიყურადება მოახდინა, მაგრამ რესპუბლიკელ ტრამპს მტკიცებულებები არ წარმოუდგენია.

კომიტეტის რესპუბლიკელმა თავმჯდომარემ, დევინ ნუნესმა და კომიტეტის დემოკრატმა წევრმა ადამ შიფმა, ტრამპს ბრალდების მხარდასაჭერი მტკიცებულებების წარმოდგენის თხოვნის წერილი გაუგზავნეს.

თქვენი აზრი

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG