ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი პუტინს ობამაზე უკეთეს ლიდერად თვლის


დონალდ ტრამპის მიტინგზე მისული ახალგაზრდა
დონალდ ტრამპის მიტინგზე მისული ახალგაზრდა

რესპუბლიკელების საპრეზიდენტო კანდიდატმა დონალდ ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი კიდევ ერთხელ შეაქო და თქვა რომ მას უფრო აქვს ლიდერის თვისებები, ვიდრე ამერიკის პრეზიდენტ ბარაკ ობამას. სატელევიზიო ინტერვიუ ოთხშაბათს ტელეკომპანიამ “ენ-ბი-სი” აჩვენა.

ტრამპმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ პუტინთან “ძალიან კარგი ურთიერთობა” ექნებოდა. მიზეზად კი დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” დამარცხების საერთო ინტერესები დაასახელა.

პრეზიდენტმა ობამამ ტრამპის კრიტიკას დღეს ლაოსში ვიზიტის დროს გამართულ პრესკონფერენციაზე უპასუხა. შეერთებული შტატების ლიდერი ფიქრობს, რომ რესპუბლიკელ კანიდატს პრეზიდენტის პოსტისთვის შესაფერისი კვალიფიკაცია არ გააჩნია. “ეს სერიოზული საქმეა და საერთოდ, წარმოდგენა უნდა გაგაჩნდეს იმაზე, რაზეც საუბრობ” - თქვა მან.

XS
SM
MD
LG