ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატი ჰილარი კლინტონი და რესპუბლიკელთა რჩეული დონალდ ტრამპი ბოლო დებატების წინ ყურადღებას საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, მათ შორის, ტერორიზმთან ბრძოლაზე ამახვილებენ. ამერიკის შეერთებულ შტატებში დაგეგმილ არჩევნებს მთელი მსოფლიო ყურადღებით ადევნებს თვალს. ფინალური დებატები ოთხშაბათს, 19 ოქტომბერს, საღამოს 9 საათზე დაიწყება და საათნახევარი გაგრძელდება.

კლინტონი ამბობს, რომ ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს გამოიყენებს, დიპლომატიით დაწყებული, განვითარების პროგრამებით დამთავრებული, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა დაწინაურდეს. “მჯერა ძლიერი ალიანსების, მტერთან მკაფიო მიდგომის და იმ ღირებულებებისადმი კლდესავით მტკიცე ერთგულების, რომელიც ამერიკას მუდამ დიად ქვეყნად აქცევს” - თქვა ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა. “და თუკი ამერიკა ლიდერი არ იქნება, ჩვენ ვაკუუმს დავტოვებთ, რომელიც ან ქაოსით შეივსება, ან სხვა ქვეყნებით, რომლებიც მის შევსებას ჩქარობენ”.

დონალდ ტრამპი ყურადღებას ძირითადად დაჯგუფება “ისლამურ სახელმწიფოსთან” ბრძოლაზე ამახვილებს და მას საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტად მიიჩნევს. დაჯგუფებას რესპუბლიკელი კანდიდატი “რადიკალური ისლამის ტერორიზმის” ნაწილად განიხილავს, რომელიც მისი აზრით, ქვეყნის წინაშე არსებული მთავარი საფრთხეა. ტრამპი კლინტონს და ობამას “მტრის სახელის” ზუსტი დასახელებისგან თავის შეკავების გამო აკრიტიკებს. “და თუ მტერს სახელს არ დაარქვამ, პრობლემას ვერასდროს, ვერასდროს გადაჭრი” - აცხადებს მილიარდერი ბიზნესმენი.

XS
SM
MD
LG