ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეროვნული უსაფრთხოების თემაზე საუბრისას, რესპუბლიკელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა დონალდ ტრამპმა და დემოკრატმა მეტოქე ჰოლარი კლინტონმა ერთმანეთის მიმართ დღემდე ყველაზე მკაცრი კრიტიკა გააჟღერეს.

კლივლენდის სკოლაში გამოსვლისას ტრამპმა თქვა, რომ ოთხშაბათს კლინტონის გამოსვლამ კიდევ უფრო ნათელი გახადა, რომ ის მთავარსარდლობისთვის შეუფერებელია. ტრამპმა აღნიშნა, რომ კლინტონი, როგორც სახელმწიფო მდივანი, უარს ამბობს პასუხისმგებლობა იკისროს „ჩავარდნილ“ ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკაზე. მან კლინტონს ქვეყნებში შეჭრის და რეჟიმების დამხობის რბოლაში „იარაღის სასხლეტის ადვილად გამომკვრელი“ უწოდა, რამაც ლიბიაში, ერაყში და სირიაში „ნგრევა და სიკვდილი“ გამოიწვია.

კლინტონმა ჩრდილოეთ კაროლინის ქალაქ შარლოტში გამოსვლისას აუდიტორიას უთხრა, რომ ტრამპის კომენტარი, რომელშიც მან რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან შედარებით „ბევრად უკეთესი ლიდერი“ უწოდა, მისთვის „შოკისმომგვრელი იყო“.

„ეს არა მხოლოდ არაპატრიოტულია, არა მხოლოდ შეურაცხყოფს თანამდებობას და იმ კაცს, ვისაც ეს თანამდებობა უკავია. ეს საშიშია, ეს სახიფათოა“, დაამატა კლინტონმა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG