ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰილარი კლინტონი გამოკითხვებით დონალდ ტრამპს უსწრებს


Campaign 2016 Debate Hillary Clinton and Donald Trump

Campaign 2016 Debate Hillary Clinton and Donald Trump

კვირას, 25 ოქტომბერს, ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი, დონალდ ტრამპი „ყოველდღე ამტკიცებს, რომ ის შეუფერებელია პრეზიდენტის პოსტისთვის“.

8 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში, ობამა მხარს უჭერს მის თანაპარტიელს, ჰილარი კლინტონს. ის კლინტონის მხარდასაჭერად ლას-ვეგასში გამართულ შეხვედრაზე გამოვიდა სიტყვით. გამოსვლაში ობამა შეეხო ტრამპის განცხადებას არჩევნების გაყალბების თაობაზე. მოქმედი პრეზიდენტის თქმით „ხშირად ხდება ისე, რომ სიტუაცია შენთვის სასურველი გზით არ ვითარდება, და უნდა შეგეძლოს ამის გადატანა“.

ტრამპი უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში აღნიშნავს, რომ არჩევნები მის წინააღმდეგ გაყალბებულია.

კლინტონმა ჩრდილოეთ კაროლინაში, შარლოტში, გამართული შეხვედრისას ამომრჩეველს მიმართა, რომ მიუხედავად პოლიტიკური განსხვავებებისა გასულ არჩევნებზე, მას არასდროს დაუყენებია ეჭვქვეშ კანდიდატების შესაბამისობა პრეზიდენტის პოსტისთვის.

„ეს არ გავს არცერთ სხვა შემთხვევას, ვისაც კი აქამდე საპრეზიდენტო არჩევნებში მიუღია მონაწილეობა, არცერთი სხვა კანდიდატი არ ყოფილა ასეთი არათანმიმდევრული, არაკვალიფიციური, პრეზიდენტობისთვის და სახელმწიფოს მეთაურისთვის შეუსაბამო“, - განაცხადა კლინტონმა.

ტრამპმა ფლორიდის ქალაქ ნეაპოლში შეხვედრისას, ამომრჩეველს საკუთარი ანტიკორუფციული გეგმა წარუდგინა, და გამოსვლისას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა კლინტონის კეთილსინდისიერება პრეზიდენტობის შემთხვევაში. ტრამპი სავარაუდოდ მიუთითებდა ჰილარი კლინტონის მიერ სამსახურეობრივი დანიშნულებით პირადი ელექტრონული ფოსტის გამოყენებას. რის გამოც ამ უკანასკნელს ფედერალური გამოძიების ბიუროსთვის პასუხების გაცემა მოუწია. კლინტონმა ბოდიში მოიხადა და განაცხადა, რომ ეს არასწორი ნაბიჯი იყო.

„ჩემს ოპონენტს არ აქვს გეგმა თუ როგორ მოუღოს ბოლო სამთავრობო კორუფციას რადგან ის თავად არის სამთავრობო კორუფციის ნაწილი“, - განაცხადა ტრამპმა.

კვლევების მიხედვით, კლინტონის რეიტინგით უსწრებს დონალდ ტრამპს. ჰილარი 50ით 38%-ზე ლიდერობს ABC-ის კვლევის მიხედვით. თუმცა ტრამპი ეჭვის ქვეშ აყენებს ამ გამოკითხვების და კვლევების სიზუსტეს.

„მე ვფიქრობ ჩვენ კარგი შედეგები გვაქვს კვლევების მიხედვით, თუმცა ვფიქრობ ეს კვლევები არასწორია როდესაც ქალების მხარდაჭერას ზომავენ... მე ვფიქრობ ჩვენ უფრო მეტი მხარდამჭერი ქალი გვყავს ვიდრე მამაკაცი“, - აღნიშნა მან.

ABC-ის კვლევის მიხედვით, კლინტონს ქალ ამომრჩეველს შორს 20%-იანი უპირატესობა აქვს ტრამპთან შედარებით. კლინტონს 55% პროცენტი, ხოლო ტრამპს 35% აქვს რეიტინგი. ხოლო უმაღლესი განათლების მქონე ქალებს შორის კლინტონს კიდევ უფრო მაღალი მხარდაჭერა აქვს (შესაბამისად 662/30ზე). ამავე კვლევის თანახმად პირველად საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობის პერიოდში, მამაკაცთა შორის კლინტონის მხარდაჭერა გაიზარდა და 44% შეადგინა, ტრამპს მამაკაც ამომრჩეველთა 41% უჭერს მხარს. გარდა ამისა, ტრამპი ლიდერობს თეთრკანიან ამომრჩეველს შორის, ხოლო ფერადკანიანი მოსახლეობა ძირითადად კლინტონის მხარეს დგას (68-14%).

გასული კვირის დებატებში, ტრამპმა განაცხადა, რომ ის ყველაზე მეტად აფასებს ქალებს, რასაც დამსწრეთა მხრიდან სიცილი მოჰყვა.

„არავინ არ სცემს ქალებს უფრო მეტ პატივს, ვიდრე მე. არავინ“ - თქვა მან. მოგვიანებით, დებატების მიმდინარეობისას, მან ჰილარი კლინტონს „საშინელი ქალი“ უწოდა, რასაც ჰილარის გუნდის მხრიდან რემარკის გაშარჟება და კამპანიის მასალად გამოყენება მოჰყვა.

ტრამპის რეიტინგის ვარდნა, Washington Post-ის მიერ გასაჯაროებულ 2005 წლის ვიდეოჩანაწერს უკავშირდება, რომელშიც რესპუბლიკელი კანდიდატი ქალების მიმართ ცინიკურ და შეურაცხმყოფელ განცხადებას აკეთებს. ჩანაწერის გავრცელების შემდეგ ტრამპი 11 შემთხვევაში იქნა დადანაშაულებული ძალადობის ბრალდებით ქალების მხრიდან .

ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნები 8 ნოემბერს გაიმართება. ის ვინც ხმების უმრავლესობას მიიღებს იანვრიდან შეუდგება საქმიანობას.

XS
SM
MD
LG