ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპს ჩინეთთან თანამშრომლობის გაღრმავება სურს


შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ჩინეთთან “კონსტრუქციული და ორმხრივად სასარგებლო” ურთიერთობების განვითარება სურს.

თეთრი სახლის მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა ჩინეთის პრეზიდენტს წერილი გაუგზავნა.

ამავე განცხადების თანახმად, ტრამპმა ჩინელ კოლეგას მადლობა გადაუხადა გასულ თვეს, ინაუგურაციაზე გამოგზვანილი წერილისთვის, საპასუხოდ კი ჩინელ ხალხს ჩინური ახალი წელი მიულოცა.

ჩინეთის საგარეო სამინისტროს სპიკერის განცხადებით, ჩინეთის პრეზიდენტი აფასებს პრეზიდენტ ტრამპის წერილს და მზადაა შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობისა და კავშირების გასამყარებლად.

XS
SM
MD
LG