ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპის არჩევის შემდეგ ჩინური ვალუტა უფასურდება


ამერიკის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ ინაუგურაციის შემდეგ პირველი შვიდი ნაბიჯიდან ერთ-ერთი ჩინეთისთვის ვალუტის მანიპულატორის კლასიფიკაციის მიცემა იქნება. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება ამერიკელი მუშახელის დაცვას მოემსახურება.

ანალიტიკოსები, როგორც ამერიკაში, ასევე ჩინეთში, აცხადებენ, რომ დონალდ ტრამპი ამ და სხვა დაპირებებს, მაგალითად, ჩინურ საქონელზე ტარიფის გაზრდას, სავარაუდოდ არ შეასრულებს.

ტრამპის არჩევის შემდეგ, ჩინური იუანი რვა წლის განმავლობაში უპრეცედენტოდ გაუფასურდა. დღეს 1 ამერიკული დოლარი 6.9 ჩინური იუანია.

XS
SM
MD
LG