ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეტაკება ტრამპის მხარდამჭერებს და მოწინააღმდეგეებს შორის


გუშინ კალიფორნიის შტატის სამხრეთით რესპუბლიკელი დონალდ ტრამპის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის შეტაკებები მოხდა. პოლიციამ რამდენიმე პროტესტანტი დააკავა.

ამფითეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც დონალდ ტრამპი სიტყვით გამოდიოდა, შეიარაღებულმა პოლიციელებმა ტრამპის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის ბარიერები შექმნეს.

დემონსტრანტებმა პოლიციის მანქანის მინები ჩაამტვრიეს, შეტაკებებისას რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

XS
SM
MD
LG