ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი პროტესტის ორგანიზებაში ობამას ადანაშაულებს


პრეზიდენტი დონალდ ტრამპი

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მისი წინამორბედი ბარაკ ობამაა დაადანაშაულა რესპუბლიკელი კანონმდებლების წინააღმდეგ პროტესტის ორგანიზებაში.

უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში, კონგრესმენები საკუთარ ამომრჩევლებს ხვდებოდნენ, რომლის პარალელურადაც რამდენიმე შემთხვევაში ადგილი ქონდა დემონსტრაციებს. რამდენიმე რესპუბლიკელი კანონმდებლის თქმით, ეს ჯგუფები დემოკრატების მიერ არიან ორგანიზებული.

„მე ვფიქრობ ამის უკან ობამაა, ვინაიდან მისი ხალხი ნამდვილად არის ამის უკან“, - განუცხადა ტრამპმა ტელეკოპანია Fox-სს.

„მე მესმის ეს პოლიტიკაა და ის, რომ ის [ობამა] ამის უკანაა ესეც პოლიტიკაა. სავარაუდოდ ეს გაგრძელდება, მე ვცვლი იმას რისი შეცვლაც მინდოდა“, - აღნიშნა მან.

პრეზიდენტი ტრამპი წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას ამომრჩეველს დაპირდა, რომ ის ბარაკ ობამას ჯანდაცვის ხელმისაწვდომ პროგრამას, ე.წ. „ობამაქეარს“ გააუქმებდა და სხვა პროგრამით ჩაანაცვლებდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც რესპუბლიკელებმა აღნიშნული კანონის შეცვლაზე დაიწყეს მუშაობა, ობამას ჯანდაცვის პროგრამისადმი, კვლევების მიხედვით, ამერიკელების მხარდაჭერა გაიზარდა, რამაც უბიძგა ბევრ რესპუბლიკელს უფრო ფრთხილად ისაუბრონ აღნიშნული პროგრამის შეწყვეტაზე.

2010 წლიდან მოყოლებული, რესპუბლიკელები პირდებოდნენ საკუთარ ამომრჩეველს, რომ ამ კანონს შეცვლიდნენ. მათი თქმით, პროგრამა ვალდებულს ხდის ამერიკელებს იყიდონ სამედიცინო დაზღვევა, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი დაჯარიმდებიან, რესპუბლიკელები აღნიშნულს მთავრობის მიერ ადამიანის ცხოვრებაში უხეშ ჩარევად მიიჩნევენ. ე.წ. „ობამაქეარის“ შედეგად 20 მილიონზე მეტმა ამერიკელმა მიიღო დაზღვევა. ისინი პროგრამის ძალაში შესვლამდე დაზღვეულნი არ იყვნენ, თუმცა მზარდმა ყოველთვიურმა საფასურმა ბევრი მათგანის უკმაყოფილება გამოიწვია.

ტრამპმა ორშაბათს განაცხადა, რომ ჯანდაცვის კანონის შემუშავება მრავალ დეტალთან არის დაკავშირებული და ის რთული პროცესი აღმოჩნდა.

„ვერავინ იფიქრებდა, რომ ჯანდაცვა შესაძლოა ასეთი რთული იყოს“, - განაცხადა მან.

თქვენი აზრი

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG