ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპმა კლინტონის დამარცხება შესძლო


რესპუბლიკელმა კანდიდატმა დონალდ ტრამპმა პრეზიდენტობისთვის აუცილებელი საარჩევნო კოლეგიის წევრთა ხმების რაოდენობა მოაგროვა. მილიარდერი უძრავი ქონების მაგნატი ამერიკის შეერთებული შტატების მომდევნო პრეზიდენტი გახდება.

279 ხმით 218-ის წინააღმდეგ დონალდ ტრამპმა ქვეყნის ლიდერობა ფაქტიურად გაინაღდა. თუმცა, ოთხი შტატის შედეგები ჯერ დათვლილი არ არის და ოფიციალურად არჩევნები ამ ეტაპზე დასრულებულად არ ცხადდება. რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო ნომინანტის თქმით, მას ჰილარი კლინტონმა, მთავარმა მოწინააღმდეგემ დემოკრატიული პარტიიდან, უკვე დაურეკა და გამარჯვება მიულოცა.

"მეც მივულოცე მას და მის ოჯახს საბრძოლველად ძალიან, ძალიან რთული კამპანია" - უთხრა დონალდ ტრამპმა სასტუმრო ჰილტონში შეკრებილ მის მხარდამჭერებს და დემოკრატ კანდიდატს მადლობა გადაუხადა იმ ხანგრძლივი მუშაობისთვის, რომელიც ჰილარი კლინტონმა ქვეყნის სამსახურში გასწია.

XS
SM
MD
LG