ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი კაბინეტის წევრების შერჩევას იწყებს


გადამდგარი გენერალი ფლინი
გადამდგარი გენერალი ფლინი

არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გენერალური პროკურორის თანამდებობაზე, სავარაუდოდ, რესპუბლიკელ სენატორ ჯეფ სეშენსს დანიშნავს.

ტრამპის გუნდს ეს გადაწყვეტილება არ დაუდასტურებია, მაგრამ რამდენიმე საინფორმაციო წყარო ამ ინფორმაციას ავრცელებს კაბინეტის წევრების შერჩევის პროცესთან დაახლოებულ ადამიანებზე დაყრდნობით. სეშენსი ტრამპის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერი იყო საპრეზიდენტო კამპანიის დასაწყისიდანვე.

იგივე წყაროებზე დაყრდნობით, ტრამპი კონგრესმენ მაიკ პომპეოს დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს დირექტორად დანიშნავს.

გადამდგარი გენერალი მაიკლ ფლინი ეროვნული უშიშროების მრჩეველი იქნება. ფლინს სენატის დამტკიცება არ დასჭირდება, სეშენსმა და პომპეომ კი კონგრესის დამტკიცების პროცესი უნდა გაიარონ.

სეშენსს, სავარაუდოდ, რთულ შეკითხვებზე მოუწევს პასუხის გაცემა. 30 წლის წინ ის ფედერალური მოსამართლის პოზიციაზე იყო ნომინირებული. თუმცა, მას შემდეგ, რაც მას რასისტული განცხადებების გაკეთებაში დასდეს ბრალი, მან საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.

გენერალმა ფლინმა სამხედრო კარიერა 1981 წელს დაიწყო. ის პრეზიდენტმა ობამამ თავდაცვის დაზვერვის სააგენტოს დირექტორის პოზიციაზე დანიშნა, სადაც მან 2 წელი იმსახურა. 2014 წელს, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მას თანამდენობიდან წასვლისკენ უბიძგეს გაუმართლებელი მართვის სტილის გამო.

XS
SM
MD
LG