ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპმა ირანთან ბირთვული შეთანხმების გადახედვის განკარგულება გასცა


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ირანთან დადებული ბირთვული შეთანხმების გადახედვა დაავალა. საბჭომ უნდა იმსჯელოს და შეაფასოს ის, თუ რამდენად შედიოდა ირანისთვის დაწესებული სანქციების გაუქმება „შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების სასიცოცხლო ინტერესებში“. სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა აღნიშნული განკარგულება სამშაბათს წერილობით გადასცა წარმომადგენელთა პალატის სპიკერს პოლ რაიანს.

გაერომ სხვადასხვა ქვეყნებთან ერთად, რომელთა შორის ამერიკის შეერთებული შტატებიც იყო, ირანს ეკონომიკური სანქციები ბირთვული პროგრამების განვითარების შეჩერების მიზნით დაუწია. სანქციებმა დიდი ზიანი მიაყენა ირანის ეკონომიკას, განსაკუთრებით შეიზღუდა ნავთობის ექსპორტის მასშტაბები. ორწლიანი მოლაპარაკების შემდეგ, შეთანხმება მიღწეულ იქნა და ირანს ბირთვული პროგრამების შეჩერების სანაცვლოდ, სანქციები მოუხსნეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG