ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ტოიოტამ" 3 მლნ მანქანის მოხმარებიდან ამოღება გადაწყვიტა


იაპონურმა ავტომწარმოებელმა “ტოიოტამ” დღეს განაცხადა, რომ მსოფლიოს მასშტაბით, მოხმარებიდან სამ მილიონზე მეტ მანქანას ამოიღებს. მანქანებს საწარმოო ხარვეზები აღმოაჩნდა უდაფრთხოების ბალიშებისა და ემისიების კონტროლის სისტემებში.

მანქანების მოხმარებიდან ამოღება არ უკავშირდება “ტაკატას” მარკის უსაფრთხოების ბალიშებს, რომელთა გამოც კომპანიას რამდენიმე თვის წინ კიდევ ერთი მსგავსი ნაბიჯი გადადგა.

2008 წლის ოქტომბრიდან 2012 წლის აპრილამდე წარმოებული “პრიუს” ჰიბრიდი, “პრიუს” ელექტრო და “ლექსუს CT200h” ის მარკებია, რომლებსაც ეგრეთ წოდებული, ბაზრიდან გაწვევა შეეხო.

უკანასკნელ პერიოდში სხვადასხვა ავტომობილში საწარმოო ხარვეზის გამო 100 მილიონზე მეტი მანქანა იქნა მოხმარებიდან დროებით - შესაკეთებლად - ამოღებული. გაუმართავი უსაფრთხოების ბალიშების გამო სულ ცოტა 11 ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაშავდა.

XS
SM
MD
LG