ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა განაცხადა, რომ მკვლელობის მცდელობებით, მასობრივი განადგურების იარაღის მხარდაჭერით ან დესტაბილიზაციის გამომწვევი შეიარაღებული ჯგუფების სხვადასხვა ადგილებში გაგზავნით, ირანი საკუთარ ქონებას და დროს მშვიდობის შესარყევად ხარჯავს. მან ასევე თქვა, რომ 2015 წელს ირანთან ხელმოწერილმა საერთაშორისო ბირთვულმა შეთანხმებამ თავის დანიშნულება-ირანის არა-ბირთვული სტატუსის მიღწევა, ვერ შეასრულა და მხოლოდ შეანელა ირანის სწრაფვა, გახდეს ბირთვული იარაღის მქონე ქვეყანა.

სახელმწიფო მდივანმა ტილერსონმა კონგრესს წერილი გაუგზავნა, რაც 90 დღიანი პროცესის ნაწილია, რომელიც მოითხოვს, რომ პრეზიდენტმა ირანის მიერ ბირთვული შეთანხმების პირობების შესრულება დაადასტუროს. ეს, ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, ინფორმაციის პირველი განახლება იქნება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG