ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სახელმწიფო მდივნის პირველი ვიზიტი აზიაში


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი ჩრდილოეთ კორეასთან დიპლომატური ძალისხმევის გადახედვის აუცილებლობაზე საუბრობს, მისი თქმით “უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში გაწეულმა ძალისხმევამ” ვერ იმუშავა.

ტილერსონმა ჩრდილოეთ კორეაზე დღეს ტოკიოში, სახელმწიფო მდივნის რანგში აზიაში მისი პირველი ვიზიტისას ისაუბრა. ტილერსონი აცხადებს, რომ რეგიონში მისი ვიზიტის მიზანი იაპონიის, სამხრეთ კორეის და ჩინეთის მთავრობებთან აზრთა გაცვლაა.

“ჩრდილოეთ კორეას და მის ხალხს ამერიკის ან მეზობლების არ უნდა ეშინოდეს,” განაცხადა ტილერსონმა და ჩრდილოეთ კორეას ბირთვული პროგრამის შეჩერებისკენ მოუწოდა, რაც მისი თქმით “თავიდან აგვაცილებს სამომავლო პროვოკაციებს.”

XS
SM
MD
LG