ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის სახელმწიფო მდივანი იაპონიაში ჩავიდა


სახელმწიფო მდივნის სამ აზიურ სახელმწიფოში ვიზიტი დღეს დაიწყო. რექს ტილერსონის შეხვედრების მთავარი თემა ჩრდილოეთ კორეისგან მომდინარე საფრთხეებთან ერთობლივად გამკლავების შესაძლებლობებია.

ვიზიტი ოთხშაბათს იაპონიაში დაიწყო, სადაც ის უკვე ხვალ ქვეყნის პრემიერ მინისტრსა და საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდება. მხარეები ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ საფრთხეებზე იმსჯელებენ.

პარასკევს სახელმწიფო მდივანი სამხრეთ კორეაში გაემგზავრება, სადაც ასევე მოქმედ პრეზიდენტსა და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდება. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ მაისში ქვეყანასი საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება, ტილერსონი ოპოზიციონერ ლიდერებთა შეხვედრას არ გეგმავს.

იაპონია და სამხრეთ კორეა მხარს უჭერენ ამერიკის მცდელობას ოფიციალურ ფხენიანზე დიპლომატიური და ეკონომიკური წნეხის გასაზრდელად.

ტილერსონი აზიურ ქვეყნებში ვიზიტს ჩინეთში დაასრულებს. სადაც საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა ასევე იქნება აპრილში, ფლორიდაში დაგეგმილი ორი ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრა.

XS
SM
MD
LG