ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამი პარტიის კოალიცია


ანტონის სამარასი სამი პარტიისგან შემდგარ კოალიციას ჩაუდგა სათავეში

კონსერვატორი ანტონის სამარასი საბერძნეთის ახალი პრემიერ-მინისტრი გახდა და სამი პარტიისგან შემდგარ კოალიციას ჩაუდგა სათავეში.
საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მმართველ კოალიციაში სამარასის ახალი დემოკრატები, მემარცხენე დემოკრატები და სოციალისტური პასოკის პარტია გაერთიანდნენ.
ახალმა დემოკრატებმა საბერძნეთის 300 მანდატიან პარლამენტში 129 ადგილის მოპოვება შეძლეს.
მათი მეთაურობით შექმნილი კოალიცია ევროკავშირის ეკონომიკურ პოლიტიკას უჭერს მხარს და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მითითებების შესაბამისად იმოქმედებს.
XS
SM
MD
LG