ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სიცილიაში ხანძრის მსხვერპლს ითვლიან


მესინა, სიცილია. 26 ივლისი, 2023 წ.
მესინა, სიცილია. 26 ივლისი, 2023 წ.

იტალიის ველურ ბუნებაში გაჩენილ ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა. ქვეყნის ჩრდილოეთში კი წვიმიანი შტორმები გრძელდება. ადგილობრივი მთავრობის განცხადებით, ქვეყნის სამხრეთით მდებარე სიცილიის კუნძულზე გაჩენილი ხანძრის გამო, სამი ასაკოვანი ადამიანი დაიღუპა.

26 ივლისს, რეგიონის დედაქალაქ პალერმოს გარეუბანში დამწვარ ერთ-ერთ სახლში იპოვეს დაახლოებით 70 წლის წყვილი. 80-ს გადაცილებული კიდევ ერთი ქალი კი იმიტომ დაიღუპა, რომ ხანძრების გამო მასთან სასწრაფო დახმარების ბრიგადა დროულად ვერ მივიდა.

სიცილიის მთავრობის განცხადებით, ეს რეგიონის ისტორიაში ბოლო ათწლეულების განმავლობააში ერთ-ერთი ყველაზე რთული დღეები იყო. იტალიელი მეხანძრეები ამბობენ, რომ კვირიდან სამშაბათის ჩათვლით, მათ 1 400 ხანძრის კერაზე დასჭირდათ მუშაობა.

ევროპის სამხრეთ ქვეყნებში ექსტრემალური სიცხის ტალღები გრძელდება. ხანძრები მძვინვარებს ხმელთაშუა ზღვის მიმდებარე ქვეყნებში, მათ შორის საბერძნეთშიც, სადაც ათასობით ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG