ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"წყლის ფორმა" წლის საუკეთესო ფილმი გახდა


ამერიკის კინოაკადებიის მთავარი ჯილდო გილერმო დელ ტოროს ფილმს „წყლის ფორმა“ – გადაეცა.

„როცა მექსიკაში ვცხოვრობდი, ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ეს შეიძლებოდა მომხდარიყო, მაგრამ ეს მოხდა,“ - თქვა რეჟისორმა ჯილდოს მიღებისას. მისმა ფანტასტიკურმა დრამამ 4 ოსკარი მიიღო, მათ შორის ერთი თავად რეჟისორმაც.

მთავარი როლის შემსრულებელმა ქალმა ფრენსის მაკდორმანდმა გაიმარჯვა ფილმ „Three Billboards outside ebbing, Missouri”-ში შესურლებული როლისთვის, სადაც ასახიერებდა დედას, რომელიც ადგილობრივი პოლიციის დეპარტამენტს ებრძვის იმისთვის, რომ იპოვოს მისი ქალიშვილის მკვლელი. სემ როკველი კი ამავე ფილმში მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის დააჯილდოვეს.

რაც შეეხება მამაკაცის მთავარი როლის შესრულებას, ოსკარი გარი ოლდმანმა მიიღო ფილმში „ბნელი დროება“ შესრულებული როლისთვის.

ელისონ ჯენი ქალის მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის გახდა ოსკარის მფლობელი ფილმში - „მე, ტონია“.

საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი კი ჩილედან დრამა „ფანტასტიკური ქალი“ გახდა, რომელიც ტრანსგენდერი ქალის ამბავს მოგვითხრობს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG