ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტაილანდი გარდაცვლილ მონარქს გლოვობს


ტაილანდი მეფე პხუმიპონ ადულიადეტის გარდაცვალებას გლოვობს. მოსახლეობის ნაწილს 88 წლის მონარქის გარდაცვალების გამო შავი ტანისამოსი აცვია.

ბანკოკში ერთ-ერთ გზატკეცილზე, რომელზეც მეფის ცხედარი ჩამოატარეს საავადმყოფოდან სამეფო სასახლეში გადასასვენებლად, ათასობით ადამიანი შეიკრიბა მისთვის პატივის მისაგებად.

მისმა მემკვიდრემ, პრინცმა მაჰა ვაირალოკორნმა მამას ტრადიციული სამეფო განბანვის რიტუალით მიაგო პატივი.

ბუდისტური სალოცავები ერთი თვის განმავლობაში ყოველ დღე წაიკითხავენ მეფის ხსოვნისადმი მიძღვნილ ლოცვებს. ადგილობრივი ტელეარხები ეთერს მეფის ცხოვრების და მისი საქმიანობის შესახებ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმებს უთმობენ. ქვეყანაში დაბლოკილია რამდენიმე საერთაშორისო ტელევიზიის მაუწყებლობა.

ოფიციალური გლოვა ქვეყნის მასშტაბით ერთი წელი გაგრძელდება. მინისტრთა კაბინეტმა გასართობ არხებს ერთი თვის განმავლობაში საზეიმო გადაცემების გაშვებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა. რამდენიმე რეგიონში ტურისტული ტურები გაუქმდა.

XS
SM
MD
LG