ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თალიბანმა ამერიკის გადაწყვეტილებას ავღანეთთან ახლოს ასობით ჯარისკაცის დისლოცირებასთან დაკავშირებით, რომლებსაც საჭიროების შემთხვევაში კონფლიქტის ზონაში სწრაფად ჩასვლა შეეძლებათ, “ცარიელი სიტყვები” უწოდა.

ისლამისტი მეამბოხეების ამ განცხადებას ერთი დღით წინ უსწრებდა ავღანეთში ამერიკის ჯარის მეთაურის გენერალი ჯონ ნიკოლსონის ცნობა, რომ დამატებით 400 ამერიკელი ჯარისკაცი ავღანეთთან ახლოს იქნება დისლოცირებული. გენერალმა არ დააკონკრეტა თუ სად იგეგმება ახალი კონტინგენტის გაგზავნა.

გენერალი ნიკოლსონის ინფორმაციით, პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ამერიკელ ჯარისკაცებს უფლებამოსილება გაუზარდა და მათ თალიბანის წინააღმდეგ “თითქმის ყოველდღიური” საჰაერო იერიშების უფლება მისცა.

თალიბანის წარმომადგენელმა ზაბიჰულა მუჯაჰიდმა განაცხადა, რომ ასობით ამერიკელი ჯარისკაცის ავღანეთთან ახლოს განლაგება და მათთვის უფლებამოსილების გაზრდა თალიბანის მოქმედებებს ვერ შეაკავებს. ამავე განცხადებაში მან ამერიკას და მის მოკავშირეებს ავღანეთის ოკუპაციის დასრულებისკენ მოუწოდა.

XS
SM
MD
LG