ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია ჩავარდა


რუსეთი არ აწერს ხელს დოკუმენტს, რომელიც სანქციების გამკაცრებას და სამხედრო ჩარევას ითვალისწინებს

შეერთებული შტატების განცხადებით, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია სირიისთვის სანქციების გამკაცრებასთან დაკავშირებით, რუსეთმა და ჩინეთმა ისევ ჩააგდო.

რეზოლუციის მიხედვით, თუ სირიის მთავრობა 10 დღის განმავლობაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მძიმე ტექნიკის და არტილერიის გამოყენებას არ შეწყვეტს, გაფართოვდება გაეროს დამკვირვებელთა მისია და გამკაცრდება სანქციები.

რუსეთის ელჩის ვიტალი ჩურკინის განცხადებით, რუსეთი არ მოაწერს ხელს დოკუმენტს, რომელიც სანქციების გამკაცრებას და სამხედრო ჩარევას ითვალისწინებს.

სირიის ამბოხებულებმა ერაყის და თურქეთის საზღვრებთან მთავარ საგუშაგოებზე კონტროლი დაამყარეს. ერაყის მთავრობის განცხადებით, აჯანყებულებმა ერაყის საზღვართან 21 სირიელი ჯარისკაცი მოკლეს.


ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG