ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთის მთავრობა მსჯელობს


განიხილება სირიის მიერ თურქული მოიერიშე თვითმფრინავის ჩამოგდების ფაქტი

თურქეთის მინისტრთა კაბინეტი გასულ კვირას სირიის მიერ თურქული მოიერიშე თვითმფრინავის ჩამოგდების ფაქტს განიხილავს. დასავლეთის ქვეყნების დიპლომატები კი ინციდენტს გმობენ.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აჰმედ დავუთოღლუს თქმით:
„ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში ამჟამად მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, თვითმფრინავი სარადარო სისტემის შესამოწმებლად გავუშვით. ამ მისიით ჩვენ მხოლოდ თურქეთის უსაფრთხოებაზე ვზრუნავდით და სხვა განზრახვები არ გვქონია.“
თურქეთის მინისტრთა კაბინეტი დღეს შეიკრიბა. ხვალ კი ნატოს ელჩების შეხვედრაა დაგეგმილი, რომელიც ინციდენტის შემდეგ თურქეთმა მოითხოვა კონსულტაციის მიზნით. ალიანსის წესდების მეხუთე მუხლიდან გამომდინარე, ნატოს წევრები ვალდებული არიან ერთმანეთის უსაფრთხოებასა და საზღვრების დაურღვევლობაზე იზრუნონ.
XS
SM
MD
LG