ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაეროს მისია სირიაში სრულდება


სირიაში დამკვირვებელთა მისიას მანდატი კვირას ეწურება, თუმცა საბჭოს იმედი აქვს, რომ დაპირისპირების ადგილზე პოლიტიკურ წარმომადგენლობას გახსნის

საბჭოს ამჟამინდელი პრეზიდენტი- საფრანგეთის ელჩი ჯერარდ აროდი აცხადებს, რომ საბჭოს წევრები ამ ეტაპზე მისიის გაგრძელებას უშედეგოდ მიიჩნევენ.

გაეროს უსაფრთხოების საბჭოს განცხადება მას მერე გავრცელდა, რაც სამხედრო თვითმფრინავმა ქალაქი აზაზი დაბომბა, რამაც 40 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

ადამიანის უფლებათა დამცველების განცხადებით, საჰაერო შეტევის შედეგად აზაზში საცხოვრებელი სახლები დაინგრა. სირიის ავიაციას სამიზნედ ამბოხებულთა სამხედრო ბანაკები ჰქონდა ამორჩეული.


XS
SM
MD
LG