ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საომარი მოქმედებები ალეპოში დაიწყო

სირიის სამთავრობო ძალებსა და ამბოხებულებს შორის ბრძოლები დაიწყო ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ალეპოშიც.

ალეპო ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკურ ცენტრად ითვლება. მოსახლეობის დიდ ნაწილი ქალაქს ტოვებს. გუშინ გაეროს უშიშროების საბჭომ სირიაში მყოფ სადამკვირვებლო მისიის ვადა კიდევ 30 დღით გააგრძელა.

შეერთებული შტატები და მისი დასავლელი მოკავშირეები უშიშროების საბჭოსგან უფრო ქმედით ნაბიჯებს და პრეზიდენტ ასადის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესებას ითხოვდნენ, თუმცა მათი რეზოლუციის პროექტი რუსეთმა და ჩინეთმა დაბლოკეს.
XS
SM
MD
LG