ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთის მთავრობამ სირიასთან კომერციული მიმოსვლა აკრძალა

სირიის ოპოზიციის აქტივისტების განცხადებით, სამთავრობო ძალები დამასკოსა და ალეპოში გამაგრებული ოპოზიციის მეომრების წინააღმდეგ სამხედრო შვეულმფრენებს იყენებენ.

იმავე წყაროების ცნობით, აჯანყებამ ახალი ძალით იფეთქა ჰამასა და იდლიბის რეგიონში, სადაც არტილერია მეამბოხეთა პოზიციებს ბომბავს.

ადამიანის უფლებათა დამცავების განცხადებით, მიმდინარე ბრძოლების შედეგად დღეს კიდევ 32 ადამიანი დაიღუპა სირიაში.

თურქეთის მთავრობამ კომერციული მიმოსვლა აკრძალა სირიასთან, მაგრამ ლტოლვილებისთვის ღიად დატოვა საზღვარი.

სირიელმა აჯანყებულებმა, რამდენიმე სასაზღვრო პუნქტი ჩაიგდეს ხელში. თურქეთის მოსაზღვრე ბაბ ალ-ჰავას რაიონში მემაბოხეებსა და სირიის სამთავრობო ძალებს შორის მიმდინარე ორმხრივი სროლის დროს თურქული სატვირთო მანქანები დაიწვა.

XS
SM
MD
LG