ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ახალი ანგარიშის მიხედვით, სირიის ქალაქ ალეპოში ომის დანაშაული ორივე მხარემ ჩაიდინა. გაეროს ანგარიშში ნათქვამია, რომ სირიის ხელისუფლების მიერ განხორციელებული საჰაერო იერიშის შედეგად, ჰუმანიტარული დახმარების 14 მუშაკი დაიღუპა. გამომძიებლებმა ვერ შეძლეს იმის დაზუსტება, მონაწილეობდა თუ არა რუსეთიც სირიის მთავრობის რეიდში. თუმცა, ფაქტია, რომ საჰაერო სივრცეს იმ კონკრეტულ პერიოდში ორივე სახელმწიფო ერთობლივად აკონტროლებდა.

დღეს გამოსულ ანგარიშში ასევე საუბარია აკრძალული ქიმიური იარაღის გამოყენებაზე, რომლის გამოც 2016 წლის მანძილზე ასობით ადამიანი დაიღუპა. ალეპოს დასავლეთ ნაწილს ამბოხებულების მხარეც ბომბავდა. ისინი მშვიდობიან მოსახლეობას ქალაქის დატოვებაში ხელს უშლიდნენ და ერთგვარ ფარად იყენებდნენ.

XS
SM
MD
LG