ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთს მიაჩნია, რომ ამერიკის მხარდაჭერით მოსარგებლე ქურთები, თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში დასახლებულ ქურთებთან არიან დაკავშირებული, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში მთავრობის წინააღმდეგ არიან ამბოხებული.

თურქეთის სამხედრო ოპერაციაში სირიის ტერიტორიის საარტილერიო დაბომბვა და თურქეთის სამხედრო თვითმფრინავების მიერ განხორციელებული ავიაიერიშები შედიოდა, რომელსაც ამერიკის ლიდერობით მოქმედი კოალიციის სამხედრო თვითმფრინავები უჭერდნენ მხარს. სირიის ტერიტორიაზე თურქეთის ტანკებიც შენიშნეს.

სირიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თურქეთის ქმედება მისი სუვერენიტეტის დარღვევად შეაფასა და დაგმო.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG