ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიაში სკოლასთან მომხდარი აფეთქების შედეგად 33 ადამიანი დაიღუპა


რაქას აღმოსავლეთ ნაწილი
რაქას აღმოსავლეთ ნაწილი

სირიის კონფლიქტის დამკვირვებლების თქმით, სირიის ოპოზიციური ძალების მიერ განხორციელებულმა შეტევამ ქალაქ რაქასთან 33 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. აფეთქება სკოლასთან ახლოს მოხდა. რაქა ე.წ. ისლამური სახელმწიფოს თვითგამოცხადებული დედაქალაქია.

ტერორისტულ ჯგუფთან მებრძოლი კოალიციების და ჯგუფების ერთ-ერთი მთავარი მიზანი რაქას აღებაა. ამერიკის ლიდერობით მებრძოლმა კოალიციამ უკანასკნელ პერიოდში საჰაერო თავდასხმების რაოდენობა დრამატულად გაზარდა. კოალიციის თქმით, მათი მონაცემებით, საჰაერო თავდასხმებს დაახლოებით 220 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ერაყსა და სირიაში. მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ თავდასხმების უმეტესობას რუსეთის და სირიის სამთავრობოს ძალები ახორციელებენ. მხოლოდ სირიაში, რუსეთის საჰაერო თავდასხმებს 3900 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

XS
SM
MD
LG