ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჟენევაში სირიის სამშვიდობო მოლაპარაკებები გადაიდო


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ 8 თებერვლისთვის დაგეგმილი სირიის სამშვიდობო მოლაპარაკებები, თებერვლის ბოლოსთვის გადაიდო.

შეყოვნების შესახებ სერგეი ლავროვმა მოსკოვში, სირიის რამდენიმე მეამბოხე ჯგუფთან შეხვედრისას ისაუბრა.

ლავროვმა არ დააკონკრეტა, თუ გაეროს შუამავლობით წარმოებული ჟენევის მოლაპარაკებები რატომ გადაიდო.

ამ კვირის დასაწყისში, თურქეთმა და რუსეთმა, ირანთან ერთად, სირიის მთავრობის და მეამბოხე დაჯგუფებების დელეგატები სამშვიდობო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდისთვის ყაზახეთში შეკრიბეს, რაც იმით დასრულდა, რომ სამმა ქვეყანამ მიაღწია შეთანხმებას, ნაწილობრივი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებაზე დაკვირვებას ხელი შეუწყონ და სირიის კონფლიქტის პოლიტიკური გადაწყვეტის მიმართულებით იმუშაონ.

XS
SM
MD
LG