ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეხვედრა კრემლში


ლავროვი სირიის ეროვნული საბჭოს წარმომადგენლებს ხვდება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი სირიის ეროვნული საბჭოს წარმომადგენლებს ხვდება, რომელიც პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მთავარი ოპოზიციური დაჯგუფებაა.

სერგეი ლავროვმა კიდევ ერთხელ დაადასტურა რუსეთის პოზიცია, რომელიც სირიის კონფლიქტში მონაწილე ორივე მხარისგან ძალადობის შეწყვეტას მოითხოვს. მოსკოვი მიიჩნევს, რომ ქვეყნის მომავალი თავად სირიელმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს.

უცხოელი დიპლომატების ინფორმაციით, რუსეთი მხარს უჭერს გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ დამკვირვებლების მისიის კიდევ სამი თვით გაგრძელებას სირიაში. ამ საკითხის განხილვა გაეროს უშიშროების საბჭოში 20 ივლისისთვის არის დაგეგმილი.

სირიის ოპოზიციის განცხადებით, სერგეი ლავროვთან შეხვედრა უშედეგოდ დამთავრდა.
XS
SM
MD
LG