ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უნდა დაეხმაროს თუ არა ამერიკა სირიის ოპოზიციას?


Demonstrators pray during a protest against Syria's President Bashar Al-Assad, in Sermeen, near Idlib, Syria, August 17, 2012.
Demonstrators pray during a protest against Syria's President Bashar Al-Assad, in Sermeen, near Idlib, Syria, August 17, 2012.

სირიის სამთავრობო არმიაში 250 ათასამდე ჯარისკაცია. ის რეგიონალური სტანდარტებით მაღალი შესაძლებლობის არმიად ითვლება.

სირიელი ამბოხებულები უკვე 18 თვეა პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის დასამხობად იბრძვიან. ამერიკაში გრძელდება დებატები ამბოხებულთა იარაღით დახმარების შესახებ. სირიის სამოქალაქო ომის დეტალებს ვაშინგტონიდან „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი ანდრე დე ნეშნერა იკვლევდა.

სირიას ათწლეულების განმავლობაში ჯერ საბჭოთა კავშირი, ახლა უკვე რუსეთი ამარაგებს იარაღით. შეიარაღეებაშია ტანკები, ვერტმფრენები, ავიაგამანადგურებლები, მძიმე არტილერია, ჯავშანტრანსპორტიორები და ტყვიაწამალი.

სირიელ ამბოხებულებს ამგვარი შესაძლებლობები არ გააჩნიათ.
ანალიტიკოსი ჯონ პაიკი ამბობს, რომ მძიმედ შეიარაღებული არმიის წინააღმდეგ ამბოხებულებს მხოლოდ მსუბუქი აღჭურვილობა გააჩნიათ.
„აქამდე ჩვენ მათ აღჭურვილობაში ვხედავთ შაშხანებს და ავტომატურ იარაღს. ასევე ანტისატანკო ჭურვებს. მათ არ გააჩნიათ ვერტმფრენები და ტანკები. ამგვარად სირიაში ამბოხებულებს და სამთავრობო არმიას შორის სამხედრო თვალსაზრისით არათანაბარი მდგომარეობაა,“- ამბობს პაიკი.

ანალიტიკოსები ამტკიცებენ, რომ ამბოხებულების იარაღის დიდ ნაწილი ან სამხედრო საწყობებიდან არის გატაცებული ან სირიის სამთავრობო ჯარისკაცებისთვისაა წართმეული. ასევე ზოგიერთი ჟურნალისტი იუწყება, რომ ამბოხებულებს ფინანსებით ყატარი და საუდის არაბეთი ამარაგებენ. ამ თანხის დიდი ნაწილი კი იარაღის შეძენას ხმარდება. არის შემთხვევები როდესაც მათ პირდაპირ იარაღი ეგზავნებათ.

მეამბოხეებს დახმარებას დასავლეთის რამდენიმე ქვეყანაც უწევს, მათ შორის შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთი. როგორც ამბობენ, ეს დახმარება არალეტალურია და მხოლოდ საკომუნიკაციო საშუალებებს, სამედიცინო მასალებს და წყლის გამწმენდ მოწყობილობებს მოიცავს.
თუმცა, ანალიტიკოსთა და პოლიტიკოსთა ნაწილი ამბოხებულთათვის უფრო აქტიურ დახმარებას ითხოვს.

მათ შორისაა სენატორი ჯონ მაკეინი.
„დრო იწურება. ასადის ძალები შეტევაზე გადავიდნენ. თავისუფალი სირიის არმიისთვის და სხვა ოპოზიციური ჯგუფებისთვის სამხედრო დახმარება აუცილებელია,“ - განაცხადა მაკეინმა.

თუმცა, ამერიკის ყოფილი ლეჩი გაეროში ჯონ ბოლტონი ამბოხებულებისთვის იარღში შესაძლო მიწოდებაზე გარკვეულ შეშფოებას გამოქვამს.

„ის ლიდერებიც კი ვინც კონგრესში ამბოხებულთათვის ლეტალური თუ არალეტალურ დახმარებაზე საუბრობს, ვერ აკონკრეტებს თუ რომელ ლიდერებს უნდა გადაეცეთ ეს დახმარება. როდესაც ის ხალხი ვნც ამერიკის ფართო ჩარევის მომხრეა ვერ აკონკრეტებს დახმარების ადრესატს, ეს ჩემში შეშფოთებას იწვევს,“ - ამბობს ბოლტონი.

მისვე თქმით, დიდია იმის საშიშროება, რომ სირიაში ვითარებაზე კონტროლს ტერორისტები და რადიკალები დაამყარებენ და ასადის დამხობის შემდეგ ალავიტების, ქრისტიანების, დრუზების და ასადის მომხრე სუნიტების წინააღმდეგ შურისძიებას დაიწყებენ. ლონდონის ეკონომიკური სკოლის ანალიტიკოსი ფავაზ ჟერჟესი კი ამბობს, რომ ოპოზიციისთვის იარაღის მიწოდება ასადის რეჟიმს აძლევს ხელს.

„სირიული ამბოხების მილიტარიზაცია ეს იქნება ასადისთვის ღვთის წყალობა, რადგან ის დიდი ხნის მანძილზე ამტკიცებს, რომ შეირაღებულ ჯგუფებს ებრძვის და მას ალ-ყაიდას ტერორისტები ებრძვიან. მან მოახერხა საკუთარი არმიის მობილიზება და ასევე დახმარების მიღება ირანიდან, ასევე დაარწმუნა მოსახლეობის დიდი ნაწილი, რომ ეს არის მის წინააღმდეგ არა პოლიტიკური ამბოხება, არამედ შეიარაღებული კონფლიქტი, რომლის უკანაც გარე ძალები დგანან, კერძოდ კი ამერიკა და მისი მოკავშირეები,“ - ამბობს ჟერჟესი.

მის თქმით, ოპოზიციისთვის იარაღის მიწოდებამ შესაძლოა ასადის რეჟიმის ვადა დიდი ხნით გაახანგრძლივოს.
XS
SM
MD
LG