ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიის სამშვიდობო მოლაპარაკებების გადადების მიზეზი უცნობია


სირიის სამშვიდობო მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი კიდევ ერთი დღით გადაიდო.

ასტანას სამშვიდობო მოლაპარაკებებისას განსახილველი მთავარი თემა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დეკემბერში მიღწეული შეთანხმება და მისი პერსპექტივებია. თუმცა შეხვედრის გადადების მიზეზებზე საგარეო საქმეთა მინისტრს განმარტებები არ გაუკეთებია. ასტანას სამშვიდობო მოლაპარაკებებში არაა ჩართული შეერთებული შტატები.

2011 წლის მარტის შემდეგ კონფლიქტის გამო ასეულობით ათასი ადამიანი დაიღუპა. გაეროს მონაცემებით, 5 მილიონმა ადამიანმა ქვეყანა დატოვა, 6 მილიონი კი სირიაში იქცა იძულებით გადაადგილებულ პირად.

იანვარში ყაზახეთში გამართულ სამშვიდობო მოლაპარაკებებში სირიის მთავრობისა და შეიარაღებული ოპოზიციის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ეს რაუნდი იმ შედეგით დასრულდა, რომ რუსეთი, თურქეთი და ირანი დეკემბერში მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკების მონიტორინგზე შეთანხმდნენ.

XS
SM
MD
LG