ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიასა და ერაყში სახმელეთო ნაღმები მოსახლეობას საფრთხეს უქმნის


საერთაშორისო ორგანიზაცია “ჰუმან რაითს უოჩი” აცხადებს, რომ სირიისა და ერაყის ტერიტორიებზე, საიდანაც დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლები განდევნეს, მიწაში დამარხული ნაღმები მშვიდობიან მოსახლეობას დიდ საფრთხეს უქმნის.

ჯგუფის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, მხოლოდ სირიის ქალაქ მანბიჯში, სულ ცოტა, 69 ადამიანი დაიღუპა და ასობით დაშავდა ნაღმებზე აფეთქების შედეგად.

“ისლამური სახელმწიფო” მანბიჯში 2014 წლიდან იყო გამაგრებული. დაჯგუფება იქიდან აგვისტოში განდევნეს.

XS
SM
MD
LG