ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი სირიაში ქლორის გაზის გამოყენების ბრალდებას უარყოფს. ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაციები და სირიელი მეამბოხეები აცხადებენ, რომ რუსეთმა ქლორის გაზი იმ ადგილზე გამოიყენა, სადაც ერთი დღით ადრე რუსული შვეულმფრენი ჩამოაგეს.

რუსეთის სახემლწიფო საინფორმაციო სააგენტომ (“ტასსი”) კრემლის წარმომადგენლის დმიტრი პესკოვის განცხადება გაავრცელა, სადაც ის ამ ინფორმაციის წყაროს და სანდოობას ეჭვის ქვეშ აყენებს.

სირიაში მომუშავე ჰუმანიტარული ორგანიზაციების თანამშრომლები ამბობენ, რომ გუშინ შვეულმფრენმა ტოქსიკური აირით სავსე ავზები ალეპოსთან ახლოს მდებარე ერთ-ერთ ქალაქში ჩამოყარა.

ამ დრომდე ქლორის გაზით მოწამვლვის 30 შემთხვევაა დაფიქსირებული. დაზარალებულები, ძირითადად, ქალები და ბავშვები არიან.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG