ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ცეცხლის შეწყვეტის მიუხედავად, სირიაში დახმარება მოსახლეობამდე ვერ აღწევს


სირიაში შეერთებული შტატების და რუსეთის მიერ მიღწეული ცეცხლის-შეწყვეტის შეთანხმება ეფექტურად მოქმედებს, თუმცა ჯერჯერობით ვერ ხერხდება პირველადი დახმარების მოსახლეობამდე მიტანა, რაც ასევე შეთანხმების ნაწილი იყო. სირიის მთავრობა დაჟინებით მოითხოვს ქალაქ ალეპოში დახმარების ჩატანა დამასკოსთან იყოს კოორდინირებული.

ჰუმანიტარული სააგენტოები გარანტიის არა მხოლოდ პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმისგან, არამედ მეამბოხე პარტიებისგანაც ელოდებიან.

გაეროს სპეციალურმა წარმომადგენელმა სტეფან დე მისტურამ ჟენევაში ჟურნალისტებს უთხრა, რომ სამშვიდობო შეთანხმების შედეგად სირიაში ძალადობა მნიშვნელოვნად შემცირდა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG