ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიაში, ალ-ბაბის მახლობლად სოფელში მანქანის აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 35 ადამიანი დაიღუპა. აფეთქებამდე ერთი დღით ადრე, თურქეთის სამხედრო დანაყოფებმა მეამბოხე მოკავშირეებთან ერთად სტრატეგიული ქალაქის დიდი ნაწილიდან დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფო” განდევნეს.

აფეთქება სოფელ სუსიანში, საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან მოხდა, რასაც ოპოზიციური ძალების წარმოამდგენლები და სამოქალაქო პირები ემსხვერპლნენ.

ქალაქ ალ-ბაბში თურქი სამხედროები და მათი ადგილობრივი მოკავშირეები ხუთშაბათს შევიდნენ.

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ალ-ბაბიში ახლა “გაწმენდითი სამუშაოები ტარდება”.

სირიის ადამიანის უფლებების ცენტრის მონაცემებით, ამ კვირას ალ-ბაბიში მომხდარი შეტაკებების შედეგად, სულ მცირე, 127 მშვიდობიანი პირი, მათ შორის, 38 ბავშვი დაიღუპა.

თქვენი აზრი

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG