ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიის ქალაქ ალეპოში განვითარებული მოვლენების გამო, საფრანგეთი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს საგანგებო სესიის მოწვევას ითხოვს. საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-მარკ არომ განაცხადა, რომ ალყაშემორტყმულ ალეპოში “ისე, როგორც არასდროს, მსხვერპლის შეწყვეტის და ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებელი მიწოდების საჭიროებაა”.

გაეროს მონაცემებით, მას შემდეგ, რაც სირიის ხელისუფლებამ ალეპოზე იერიშები განაახლა, ქალაქი 16 ათასზე მეტმა ადამიანმა დატოვა. დღითი-დღე იზრდება მსხვერპლის რაოდენობაც. მთავრობის ჯარების მიერ ალყაშემორტყმულ ქალაქში მომწყვდეულ სამოქალაქო მოსახლეობას, რომლის სავარაუდო რიცხვი 250 ათასს აღწევს, სურსათი და სამედიცინო დახმარება სჭირდება.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ამასთან დაკავშირებით “დიდი აღშფოთება” გამოთქვა და მთავარი პასუხისმგებლობა მოსკოვს დააკისრა. “სირიის მთავრობის ქმედებაში საბოლოო პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება” განაცხადა ორშაბათს ვაშინგტონში ჯონ კირბიმ, დეპარტამენტის პრეს-მდივანმა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG