ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიის ქალაქ ალეპოში რუსეთმა განცხადება 48-საათიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გააკეთა. გადაწყვეტილება მოსკოვმა ოთხშაბათს საღამოს შეერთებული შტატების მოწოდებიდან სულ რამდენიმე საათში მიიღო. ამერიკამ სირიის პრეზიდენტს ბაშარ ალ-ასადს მოუწოდა პატივი ეცა საერთაშორისო სამშვიდობო შეთანხმებისთვის, რომელიც თებერვალში მიიღეს.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ რუსეთი და სირიის მთავრობა სამშვიდობო შეთანხმების შერჩევით დაცვაში დაადანაშაულა. სირიის მთავრობამ ალეპოსთვის ბრძოლები განაახლა. „რუსეთმა უნდა გაიგოს, რომ ჩვენი მოთმინება უსაზღვრო არ არის და საბოლოო ჯამში საკმაოდ ლიმიტირებულიც კია, იმის მიუხედავად, პასუხს აგებს თუ არა ასადი“ - განაცხადა ჯონ კერიმ ნორვეგიის ქალაქ ოსლოში.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG