ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიის სახელმწიფო მედიის ცნობით, სამთავრობო დანაყოფებმა, აღმოსავლეთ ალეპოში, ოპოზიციურ ძალებთან ბრძოლაში მნიშნელოვანი გამარჯვებები მოიპოვეს.

ალეპოს ასაღებად სირიის მთავრობა უკვე რამდენიმე თვეა იბრძვის. ამ საჰაერო შეტევებში აქტიურადაა ჩართული რუსეთი. ალეპოში არსებულმა მდგომარეობამ საერთაშორისო საზოგადოების აღშფოთება არაერთხელ გამოიწვია. მიმდინარე ბრძოლების გამო ქალაქში დაახლოებით 250 000 სამოქალაქო პირია დარჩენილი საკვების და პირველადი სამედიცინო დახმარების გარეშე.

რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა სირიის სამთავრობო ძალებმა აღმოსავლეთ ალეპოსთვის ბრძოლა თვის დასაწყისში დაიწყეს. მოსკოვი და დამასკო ალეპოში მიმდინარე ბრძოლას ახასიათებენ, როგორც ბრძოლას ტერორიზმის წინააღმდეგ.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG