ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საჰაერო იერიშის შედეგად გუშინ სირიის ისლამისტური ჯგუფის ერთ-ერთი ლიდერი იქნა ლიკვიდირებული. ჯგუფი წლის დასაწყისში ალ ყაიდას გამოეყო.

ჯაბათ ფატა ალ შამი, რომელსაც წარსულში ალ ნუსრა ერქვა, აცხადებს, რომ აბუ ალ მასრი იდლიბის პროვინციაში დაიღუპა, როცა მის მანქანას ბომბი მოხვდა.

ამერიკის სამხედრო ოფიციალური პირები ადასტურებენ, რომ იდლიბის აღნიშნულ ტერიტორიაზე იერიში განხორციელდა, მაგრამ ოპერაციის შედეგების შესწავლა ჯერ ისევ მიმდინარეობს.

პენტაგონის წარმომადგენელი პიტერ კუკი ამბობს, რომ წარმოშობით ეგვიპტელ მასრის წარსულში ოსამა ბინ ლადენთან ახლო კავშირები ჰქონდა.

XS
SM
MD
LG