ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაეთიანებული ერების ორგანიზაციის განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება სირიაში, უმეტესწილად, გრძელდება, თუმცა გაერო შეშფოთებულია ქალაქ ალეპოსა და სხვა რაიონებში დახმარების შეტანასთან დაკავშირებით არსებული წინაღობებით.

გაეროს წარმომადგენელი სირიის კონფლიქტში სფეფან დე მისტურა ამბობს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამ შესაძლოა მართლაც დიდი როლი შეიტანოს კონფლიქტის დასრულებაში. კონფლიქტის დწყებიდან მეექვსე წელი მიმდინარეობს. მისტურამ აქვე გამოხატა იმედგაცრუება, რომ სირიის ქალაქებში დახმარება ვერ აღწევს. გაერო აცხადებს, რომ ჰუმანიტარული კოლონები მზად არის ალეპოსა და სხვა ქალაქებში შესასვლელად, თუმცა ისინი სირიის მთავრობის თანხმობის არქონის გამო ფერხდება.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG