ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შვედეთმა ასანჯის წინააღმდეგ გამოძიება შეწყვიტა


შვედმა პროკურორებმა განაცხადეს, რომ „ვიკილიქსის“ დამფუძნებლის, ავსტრალიელი ჯულიან ასანჯის წინააღმდეგ, გაუპატიურების ბრალდებით შვიდი წლის განმავლობაში მიმდინარე გამოძიება შეწყვიტეს.

ასანჯი შვედეთის მიერ ძებნილი იყო, მაგრამ მას ეკვადორმა თავშესაფარი მიანიჭა. დაპატიმრების და ექსტრადიციის თავიდან ასაცილებლად, ის 2012 წლის შემდეგ ეკვადორის ლონდონის საელჩოში ცხოვრობდა.

შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტი ასანჯის საქმეს სულ მცირე 2010 წლიდან იძიებდა, როდესაც „ვიკილიქსმა“ შეერთებული შტატების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული, ათასობით მოპარული დოკუმენტი გამოაქვეყნა

Facebook Forum

XS
SM
MD
LG