ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თვითმკვლელმა ამფეთქებელმა პაკისტანის საავადმყოფოში ათობით ადამიანი მოკლა

დღეს, სამხრეთ პაკისტანის ქალაქ ქუეტაში, როგორც თვითმხილველებმა და პოლიციამ თქვეს, თვითმკვლელი ამფეთქებლის ძლიერი ბომბის აფეთქებამ 60-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა და 160 დაჭრა.

საავადმყოფოს მესვეურები ამბობენ, რომ დაჭრილები „კრიტიკულ მდგომარეობაში“ არიან და შიშობენ, რომ დაღუპულთა რიცხვი გაიზრდება. მსხვერპლთა უმრავლესობა ადვოკატია.

აფეთქება მაშინ მოხდა, როცა ათობით ადვოკატი, ქალაქის საავადმყოფოში თავისი პროვინციის საადვოკატო კოლეგიის პრეზიდენტის მკვლელობის გასაპროტესტებლად შეიკრიბა. კოლეგიის პრეზიდენტი უცნობმა შეიარაღებულმა პირმა, ადრე დილით, გამვლელი მანქანიდან მოკლა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG