ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახალგაზრდა სუდანელებს ქვეყანაში "არაბული გაზაფხულის" მოყვანა სურთ

შაბათს, სუდანის დედაქალაქ ხართუმში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა. უსაფრთხოების ძალებმა მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. დაკავებულია რამდენიმე მომიტინგე.

აქტივისტებს გამიზნული აქვთ სუდანში მთავრობის და პრეზიდენტ ომარ ჰასან ალ-ბაშირის წინააღმდეგ საპროტესტო ტალღა ააგორონ და ქვეყანაში "არაბული გახაფხული" მოიყვანონ.

სუდანელთა უკმაყოფილების მთავარი მიზეზი მთავრობის მიერ ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შემცირება და ბიუჯეტის 2,4, მილიარდი დოლარით შეკვეცაა. ახალგაზრდა სუდანელები მოუწოდებენ თანამემამულეებს ფასების კონტროლის და სამართლიანობის მოთხოვნით ქვეყანაში მასობრივი დემონსტრაციები გამართონ.

XS
SM
MD
LG