ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იტალიის პოლიციამ ორგანიზებული დანაშაულის გამოძიებისას ჩატარებული ერთ-ერთი რეიდის დროს, ჰოლანდიელი ფერმწერის ვინსენტ ვან გოგის ორ ფერწერულ ტილოს მიაკვლია. ნახატები ვან გოგის მუზეუმიდან 2002 წელს მოიპარეს.

“14-წლიანი მოგზაურობის მიუხედავად, ორივე ნახატი შედარებით კარგ მდგომარეობაშია. მათ აკლია ჩარჩოები და მცირე დაზიანებები აღენიშნება” - ნათქვამია მუზეუმის ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში. ნამუშევრები გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, სასამართლომდე იტალიაში დარჩება. ფერწერული ტილოების დაბრუნებამდე “ცოტაოდენი მოთმინების გავარჯიშება მოგვიწევს” - აცხადებენ ვან გოგის მუზეუმის წარმომადგენლები.

XS
SM
MD
LG