ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთში სტალინის გარდაცვალების 60 წელი აღნიშნეს


წითელ მოედანზე ასობით ადამიანი შეიკრიბა იმისთვის, რომ ყვავილებით შეემკოთ კრემლში სტალინის საფლავი

სტალინის ნეშთი კრემლის კედელთან 1961 წელს დაასვენეს, რაც დე-სტალინიზაციის პროცესის შემადგენელი ნაწილი იყო. მანამდე იქ , უშუალოდ კრემლის შენობაში ბოლშევიკური პარტიის ლიდერი ლენინი დაასაფლავეს.
სტალინის გარდაცვალების 60 წლისთავის ცერემონიას რუსეთის კომპარტიის ლიდერი გენადი ზიუგანოვი დაესწრო. მან სტალინს „ გამოჩენილი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე“ უწოდა და ასევე აღნიშნა რომ იგი „ერის უდიდესი გამარჯვებების“ სიმბოლოა.

სტალინი-საყოველთაო აღტაცება

საზოგადოებრივი გამოკითხვა სტალინის შესახებ ერთდროულად ჩატარდა რუსეთში ,საქართველოში, სომხეთში და აზერბაიჯანში. შედეგების მიხედვით ყოფილი საბჭოთა დიქტატორი სტალინი ისევ არის საზოგადოების აღტაცების ობიექტი. თავისი მოხსენება ამ თემაზე ვაშინგტონის კარნეგის მშვიდობის განვითარების ფონდმა მოამზადა.
კარნეგის ფონდის მოხსენების რედაქტორი თომას დე ვალი ამერიკის ხმასთან საუბარში ამბობს, რომ სტალინის პოპულარობა ისევ მაღალია ,ვინაიდან მასმედიით და სკოლებში დე-სტალინიზაციის პროგრამა არ ჩატარებულა.

„მისი თქმით სტალინზე ადამიანები ისევ ფიქრობენ, გარდაცვალებიდან 60 წლის შემდეგაც კი ის ახსოვთ საქართველოში, სომხეთში და რუსეთშიც. მართალია აღარ არსებობს ბევრი ვიზუალური მასალა მასთან დაკავშირებით , როგორიცაა ძეგლი ,ბიუსტი ,სურათი თუმცა მისი ჩრდილი ისევ აქ არის“.
თომას დე ვალის თქმით, გამოკითხვებმა აჩვენა რომ ბევრი ადამიანი არ იცნობს სტალინის ცხოვრებას კარგად და არც იცის როგორი დაუნდობელი იყო ის.
„მისი განცხადებით, გამოკითხვებმა აჩვენა რომ , ძალიან ბევრი არის განწყობილი ინდიფერენტულად, განსაკუთრებით აზერბაიჯანში სადაც ახლაგაზრდების 39% -მა განაცხადა რომ საერთოდ არ იცოდნენ ვინ იყო სტალინი. ასე რომ შეიძლება სტალინი ნელ-ნელა შორეული ხდება , ისე როგორც პეტრე პირველი და ივანე მრისხანე რომელიც დადებითი ისტორიული ფიგურა სულაც არ არის. საინტერესო იქნებოდა ადამიანებს ჰქონდეთ საშუალება განიხილონ საბჭოთა კავშირის ახლო წარსული. გამოკითხვა აჩვენებს რომ, ადამიანები დაბნეულები არიან, მათ ნამდვილად არ სურთ ჩაუღრმავდნენ სტალინის ისტორიას თუმცა, არც მისი დაბრუნება სურთ“.

ტირანელი მმართველი

სტალინი საბჭოთა კავშირის მმართველი 1924 წლიდან 1953 წლამდე იყო . 74 წლის ასაკში იგი გარდაიცვალა. კომუნისტები და სხვა მისი მხარდამჭერები სტალინს მიაწერენ მეორე მსოფლიო ომის დროს ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვებას და საბჭოთა კავშირის ატომური იარაღის მწარმოებელ ზესახელმწიფოდ ქცევას.

კრიტიკოსები სტალინს ტირანად მოიხსენიებენ. ისტორიკოსები ამბობენ რომ, დაახლოვებით მილიონამდე ადამიანი გამოასალმეს სიცოცხლეს 30-იანი წლების რეპრესიების დროს. ასევე მილიონობით ადამიანი გარდაიცვალა ცნობილ გულაგის ციხეში და მასიური შიმშილობის დროს უკრაინაში.
XS
SM
MD
LG